სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.09.2018

     (რეზონანსი) მკვლელობა თბილისის ცენტრში - დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მელევე გარდაიცვალა.

    ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ესმოდათ ჩხუბის ხმა.

    „გვიან ღამით 04:00 საათი იყო. ბიჭი იგინებოდა. ჩხუბის მაგვარი იყო. მერე პოლიცია მოვიდა,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    სავარაუდოდ, მკვლელი იქვე მდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

    არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

    „სასიკვდილოდ იყო დაჭრილი ჩვენი თანამშრომელი და ჩემი მეგობარი. ის იმყოფებოდა თავის მეგობართან ერთად. ისიც არის დაჭრილი რამდენადაც ჩვენ ვიცით და იმყოფება ერთ-ერთ საავადმყოფოში. ეს შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ 05:00-დან 06:00 საათამდე და მშობლებმა და ნათესავებმა შუადღისით შეიტყვეს ეს ინფორმაცია. ამ წუთამდე არ აქვთ საშუალება, რომ მოახდინონ იდენტიფიცირება. ერთადერთი რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სწრაფი ეფექტური გამოძიება,"-განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.

    სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×