სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.09.2018

     (რეზონანსი) "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური განაცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ

    "ქართული ოცნების" პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

    „პირველმა რადიომ" დღეს ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება, რომ თითქოსდა პარლამენტის თავმჯდომარე დილით ესაუბრა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს და მხარდაჭერას ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადებს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×