სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.09.2018

     (რეზონანსი) დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი გამომცემლობა ,,დიოგენეს" მიერ გამოშვებულ დედაენაზე, სადაც უცხოური წარწერებია დატანილი.

    ,,განათლების სამინისტრომ კეთილი ინებოს და დაბრუნოს იაკობ გოგებაშვილის დედაენა და ყველა შტერის დაწერილი წიგნებით ნუ ამეცადინებენ ბავშვებს", ,,დახიეთ და გადაყარეთ, ბავშვები არ გაუშვათ სკოლაში... " - წერენ სოციალურ ქსელში.

    მშობლები.ჯი-სთან სახელმძღვანელოს თანაავტორი მაია ხაზური ამის შესახებ კომენტარს აკეთებს. კითხვაზე - თუ რა მიზანს ემსახურება უცხოენოვანი წარწერების განთავსება, ის პასუხობს:

    - ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ. სახელმძვანელოში თავს იყრის თემები, მაგ. ოჯახზე, ცხოველებზე და ა.შ. აღნიშნული თემები სრულდება თემით - "დედამიწა ჩვენი სახლია". სწორედ ამ თემის ნაწილია გვერდზე განთავსებული უცხოენოვანი წარწერები. მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში ბავშვებს უხსნის, რომ მსოფლიოში არსებობს 14 დამწერლობა და მათ შორის არის ქართული, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. გამომდინარე გვერდის სტანდარტებიდან, ყველა დამწერლობა ვერ განთავსებოდა.

    - რა ნიშნით შეარჩიეთ ის დამწერლობები, რომლებიც სახელმძღვანელოშია?

    - რამდენიმე ნიმუში გამოვიტანეთ და აგიხსნით, რატომ. დამწერლობები განსხვავდება ერთმანეთისგან გრაფიკული ნიშნით, ასევე აქვთ მიმართულება განსხვავებული, ზოგი იწერება მარჯვნიდან მარცხნისაკენ, ზოგიც პირიქით. ზოგი იწერება ზემოდან ქვემოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩინური დამწერლობა იმიტომ შევარჩიეთ, რომ ის ერთ-ერთ უძველესია დამწერლობას შორის, თან არის იეროგლიფური. აქცენტები აღმოსავლური ენების დამწერლობაზე იმიტომ გავაკეთეთ, რომ უძველესი დამწერლობა აქვთ.

    რაც შეეხება სომხურ და აზერბაიჯანური ენებს, ჩვენ მათთან ერთად ვართ კავკასიელები, თან ეროვნული უმცირესობებით არიან ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი და ამიტომ გადავწყვითეთ მათი დამწერლობაც ყოფილიყო კონკრეტულ გვერდზე. მასწავლებლის წიგნში, რითაც პედაგოგმა უნდა იხელმძღვანელოს, განმარტებულია, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყოველივე. ბავშვი პატარაოებიდან უნდა შეეჩვიოს იმას, რომ მის გარშემო იქნებიან სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები.

    მე მასწავლებელი ვარ და კაცთმოძულე მოსწავლეს ვერ გავზრდი. ამ წიგნზე ატეხილი აჟიოტაჟი დამწერლობების გამო აბსურდია. წიგნში ყველაფერი ჭეშმარიტად ქართულია. თემის განხილვისას ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან რელიგიით, ეთნოსით, დამწერლობით, თუნდაც ჩაცმულობით. სამინისტროდანაც არის მოთხოვნა, რომ ამ სახის ინფორმაცია ბავშვებს უნდა მივაწოდოთ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×