სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.08.2018

     (რეზონანსი) სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის გური მენაბდიშვილის განცახდებით, საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს და ბაზარზე ქართული ჰეროინი უკვე გამოჩნდა.

    მისივე თქმით, საქართველოში ოპიუმისთვის ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს

    „ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და შეუძლებელია სუფთა იყოს. მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებითაც აბევრებენ.

    „ოპიუმი მაღალმთაგორიან ტერიტორიაზე იზრდება. მას სიცხე უყვარს. საქართველოში ამ მცენარისთვის რამდენიმე ხელსაყრელი ტერიტორია არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ. ვერ დავადასტურებ, რომ საქართველოში არის ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე აწარმოებენ კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ", - აცხადებს მენაბდიშვილი „კვირის პალიტრასთან",

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved