რეზონანსი
12.08.2018

 სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტად აირჩევენ, იგი ავლაბრის სასახლეში არ შევა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „იმედის" ეთერში განაცხადა და მომავალ რეზიდენციად ათონელის სასახლე (ორბელიანის სასახლე) დაასახელა.

"მე მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი,რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს. ამაში არავინ შემცვლის, იმიტომ, რომ ბაზარში ჩემი საყიდლები მე უნდა ვიყიდო, იქ უნდა წავიდე და შევხვდე ხალხს იმიტომ, რომ ხალხის მოსმენა არის ის, რაც მართლაც სჭირდება ამ ქვეყანას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, ზურაბიშვილის თქმით, ეს შენობა გახდა სახელმწიფოს სიმბოლო და იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×