სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    01.08.2018

     იაშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმი ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

    “რაც შეეხება კონკრეტულად მარიხუანის ლეგალიზაციას, ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც დიდ სიკეთეს ქვეყნისთვის. მარიხუანა ნარკოტიკია და მისი წარმოშობის გეოგრაფიის მიხედვით ხშირად საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ზემოქმედების, ზოგჯერ ჰალუცინოგენიც. ინდივიდუალურად, იწვევს პანიკის და დევნის მანიის შეტევებს, რომლის დროსაც ადამიანი ხდება უმართავი და მისი სიცოცხლე შეიძლება სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს. ასევე დამტკიცებული ფაქტია რომ მისი ხანგრძლივი მოხმარება ხდება თავის ტვინის ქერქქვეშა ბორცვების ატროფიის მიზეზე რაც ნაადრევი სკლეროზით მთავრდება.

    შეცდომაა მარიხუანით თრობის შედარება ალკოჰოლთან. ჯერ ერთი პურობისას იგივე ღვინის სმა ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია და მეორეც – თუ დააკვირდებით, უმეტეს შემთხვევებში ქართველები უფრო მედეგნი არიან ალკოჰოლის მიმართ, ვიდრე იგივე სლავური წარმოშობის ადამიანები. ეს ევოლუციურად ჩამოყალიბებული გენეტიკური უპირატესობაა.

    ნუ აქცევთ მარიხუანის მოხმარებას კარგ ტონად. ნუ ეტყვით ახალგაზრდებს რომ 2 დისერტაცია გაქვთ დაცული ნარკოტიკული თრობის დროს, ნუ წარმოაჩენთ მას წამლად, რომელიც ლამის ყველა დაავადებას ჰკურნავს, არ გაუწიოთ პოპულარიზაცია იმ მცდარ მოსაზრებას, რომ იგი არ იწვევს მიჩვევას და არ ხდება უფრო ძლიერ ნარკოტიკზე გადასვლა. 

    P.S.მე სკოლა 1978 წელს დავამთავრე მთაწმინდაზე. მაშინ ავღანეთიდან შემოსული “პლანი” გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომი იყო ვიდრე ეხლა. ერთი ასანთის კოლოფი 5 მანეთი ღირდა. მერწმუნეთ, მარიხუანას ყველა “სიკეთე” საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. საუბედუროდ, მარიხუანიდან ოპიუმზე გადასული ბევრი მეგობარიც დავკარგე”, – წერს ფერაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×