სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    31.07.2018

     კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქო კოკაინის ლეგალიზებას ელოდება. პირველი კომენტარი საპატრიარქოს სახელით მამა ანდრიამ გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს, რადგან შესაძლოა მალე მოწევა სავალდებულოც კი გახდეს. მამა ანდრიას თქმით, 4 მოსამართლე ვერ უნდა წყვეტდეს "ოთხი მილიონი ადამიანის ბედს. 

    "კონსტიტუციის მე-16 მუხლზე დაყრნდობით მიიღო ეს გადაწყვეტილეკბა საკონსტიტუციო სასამართლომ, ვფიქრობ ეს არის შორსმიმავალი გეგმები იმიტომ, რომ მე-16 მუხლში ძალიან მარტივი ფრაზა წერია: თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თვითგანვითარების. თუ ამ ლოგიკით სვლას გავაგრძელებთ ჩვენ მსგავს ლიბერალურ მიდგომას უნდა ველოდოთ კოკაინზე, ჰეროინზე და ა.შ.",- თქვა მამა ანდრიამ.

    30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია "გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved