სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    31.07.2018

     იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ქვეყნის მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას. „საქართველოში ის გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება მოხდეს. კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სიაა და იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები. ვერ იქნება კანონიერი მოხმარება“, – განაცხადა წულუკიანმა.

    რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მინისტრის თქმით, ისინი მხედველობაში უნდა იყოს მიღებული.

    „რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან. უბრალოდ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე მსჯელობას, როგორც აკეთებდა რამდენიმე ადამიანი, შევალთ ისევ ჩიხში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს სჭირდება ზრუნვა და ვინც არ არის მომხმარებელი, იმას სჭირდება დაცვა. იმ სამუშაო ჯგუფში თუ ვიქნებით წარმოდგენილინი, ამ პოზიციას აუცილებლად დავიცავ“, – განაცხადა წულუკიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×