სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.07.2018

     საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას სრულად ლეგალიზაციას აკრიტიკებს ,,ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოწევისთვის ციხეში არ უნდა ისხდნენ ადამიანები, თუმცა მისი სრული ლეგალიზებით ,,მომავალს ვკარგავთ“.

    „თუ ჩინეთი კულტურული რევოლუციის წლებში იმართებოდა მაო ძე-დუნის დაძიბაოებით, საქართველო იმარება ბერა ივანიშვილის რეპით. საკმარისი იყო "უფლისწულს" გარეპვით მოეთხოვა ნარკომომხმარებელთა ხელშეუხებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტმაც არ დააყოვნა. გადაწყვეტილება კი გამოიტანა ეკა ბესელიას პროტეჟე მოსამართლე ტურავამ, ერთ-ერთი მოსამართლე კი თვითონაა საერთოდ ნარკომომხმარებელი. 

    გასაგებია რომ მარიხუანას მოწევაზე ციხეში არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ მისი სრული ლეგალიზაცია რაც დღეს მოხდა ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ მომავალ თაობას. მოგეხსენებათ მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ ჯერ. 

    ახლა ერთი კითხვა მაქვს ამ ვერდიქტის შემოქმედ ივანიშვილის ოჯახთან და მის მონა სასამართლო-მმართველ ძალასთან: გაუშვებთ თუ არა ნარკოტიკით დაბოლილ მასწავლებელთან-აღმზრდელ-ლექტორთან თქვენს შვილებს, გაიკეთებთ თუ არა ოპერაციას კაიფში მყოფ ქირურგთან, სამართლიანად ჩათვლით თუ არა ნარკონივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელ-მოსამართლე-პროკურორთა გადაწყვეტილებებს, იმგზავრებთ თუ არა მარიხუანით დაბოლილი მძღოლ-მფრინავ-კაპიტან-მემანქანე პერსონების მესაჭეობით?“ -წერს შალვა ნათელაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×