რეზონანსი
30.07.2018

 კობა დავითაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება:

"უმორჩილესად გთხოვთ ყველას, სასწრაფოდ გააზიაროთ ეს პოსტი, რადგან მეტის მოთმენა შეუძლებელია!

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ იკმარა და მისი ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო!

მივმართავ ყველა კონსერვატული, ტრადიციული თუ რელიგიური მიმართულების პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს. გავერთიანდეთ და შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, რათა:

1) შეიცვალოს სასამართლო სისტემა, გატარდეს სასამართლო რეფორმა და გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო;

2) დაემატოს ,"ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებას" დათქმა, რომ ეს უფლება არ მოიცავს თვითგანადგურების, დეგრადირებისა და თვითდაზიანების უფლებას", – აცხადებს დავითაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×