რეზონანსი
26.07.2018

 “ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თემურ ჭკუასელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე საუბრობს, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნეთან დაკავშირებით გააკეთა:

"მე უკვე წინააღმდეგი ვარ, რომ ჩვენ მხარი სხვა კანდიდატს დავუჭიროთ და არ გვყავდეს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი. წინააღმდეგი ვარ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი იყოს პრეზიდენტი. ამას უკვე ღიად ვაფიქსირებ და ამის შესახებ ჩემს პოზიციას ბიძინასაც ვეტყვი.

თავის დროზე ძალიან ბევრი საუბარი იყო კოჰაბიტაციაზე. ჩემთვის სრულიად ნათელი და გასაგები იყო, რა იდო ამ ნაბიჯში. ბიძინას უნდოდა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულებულიყო დაპირისპირება და ყველა ერთი გზით, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზით წავსულვიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უტოპიური იყო ეს იდეა. გამოვიდა? არ გამოვიდა! ასეთივე უტოპიური რომ არ აღმოჩნდეს და შემდეგ რომ არ ითქვას, ისევ კოჰაბიტაციასთან გვაქვს საქმე, მე პირადად მხარს არ დავუჭერ ამ იდეას.

ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილება იქნება, რომ თვითონ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ 99%-ით გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენოს", - განუცხადა ჭკუასელმა "ახალ თაობას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×