რეზონანსი
26.07.2018

 აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქში, სეუტაში, რომელიც ესპანეთს ეკუთვნის, აფრიკელი მიგრანტები შეიჭრნენ. მიგრანტები ქალაქის მოსაზღვრე სახელმწიფოდან, მაროკოდან არიან. 

მათი შეჩერება მესაზღვრეებმა და პოლიციამ სცადა, თუმცა მიგრანტებმა საზღვარზე არსებული ღობე გაჭრეს და ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაინც შეიჭრნენ. მათ პოლიციელებს ქვებისა და ფეკალური მასების სროლა დაუწყეს, ქვებით დაამსხვრიეს პოლიციელთა ავტომობილების ფანჯრები და პოლიციელებს გაზის პატარა ბალონებიდან გაშვებული ცეცხლით იგერიებდნენ.

დაშავებულია 16 მიგრანტი და 15 პოლიციელი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

200-მდე მაროკოელი მიგრანტი ერთი წლის წინაც შეიჭრა ესპქნეთის ქალაქ სეუტაში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2018 წლის იანვრიდან დღემდე ესპანეთში 22 700-ზე მეტი მიგრანტი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტია. მათი ძირითადი ნაწილი აფრიკიდანაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×