რეზონანსი
26.07.2018

 პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელ აგვისტოს გამოცხადდება, დამოკიდებული იქნება იმ პროცესზე, რაზეც ორი კვირაა გიორგი მარგველაშვილთან მიდის საუბარი. მას

გაცხადებული აქვს, რომ სარჩევნო პროცესში მონაწილეობს, თუმცა გვერდზე გაწევაც შეუძლია. 

„ძალიან მოხარული ვიქნები, თუ საარჩევნო მარათონში კონკურენცია მართლა დამოუკიდებელ კანდიდატთან მომიწევს. მე საარჩევნო პროცესში ჩართული ვარ, მაგრამ შემიძლია გვერდზე გავიწიო. მარგველაშვილი თუ უსუფაშვილი - ამაზე საბოლოო პასუხი 1-ელ აგვისტოს იქნება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ზომები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კანდიდატს ვისაც უნდა იმას დაუჭერს მხარს, რაც უფრო მაღალი ხარისხის და შესაფერისი კანდიდატები იქნებიან, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის“, - განაცხადა უსუფაშვილმა "360 გრადუსში".

„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის კანდიდატზე არ იქნება დამოკიდებული. „თუ ივანიშვილმა ჩემი მხარდაჭერა მარგველაშვილთან ჩემი მიმართვის გამო გადაიფიქრა, ე.ი. ყველაზე სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადამიდგამს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×