რეზონანსი
26.07.2018

 სვანეთში არსებული ვითარების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა “რეაქციას” ეთერში ჩართვისას ისაუბრა. სოზარ სუბარის ინფორმაციით, სპეცრაზმი ტოვებს ტერიტორიას და მოსახლეობა იღებს შემაკავებელ ჯებირებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დადგეს.

“ჯებირები მოხსნილია და გზაც იმედი მაქვს მალე გაიხსნება, იგი ხალხმა მოხსნა. მესმის, რომ ზოგჯერ შესაძლოა კანონის ზღვარზე გადის ხალხის მოქმედება, ამასთან ამ ხალხის ერთადერთი თუ არა ძირითადი შემოსავალი არის ხე-ტყე  და უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ალტერნატიული შემოსავალი. 

1 კვირის განმავლობაში სამთავრობო დელეგაციაც ჩამოვა აქ, რომ ხალხთან ერთად ვიფიქროთ განვითარების გზებსა და პირობებზე. ხალხის გარკვეული ნაწილის მოქმედება კანონის ზღვარზე გადის, სახელმწიფოს აქვს უფლება ძალიან ლეგიტიმური უფლება ქმედებები ჩაატაროს  და ამ მხრივ საქართველოს რომელიმე ტერიტორია გამონაკლისი ვერ იქნება, თუმცა ძალიან ხშირად გვიხდება გავითვალისწინოსთ მთელი რიგი გარემოებები, ის, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, შესაბამისად ხალხს ძალიან უჭირს”,– განაცხადა სოზარ სუბარმა. ის რჩება სვანეთში და ხვალაც შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×