რეზონანსი
26.07.2018

 სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს. სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქოჩარიანს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებასა და კონსტიტუციური წყობის დამხობაში დასდეს ბრალი. საქმე 2008 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრეს.

ერევნის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს მოთხოვნით, რომ სომხეთის ყოფილ ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდონ.

2008 წლის მარტში სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებში სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, რასაც არეულობა მოჰყვა. 1-ელ მარტს პოლიცია ერევნის მოედანზე მყოფ დემონსტრანტებს დაესხა თავს. მოგვიანებით ერევანში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება დაიწყო, რასაც 10 მომიტინგე ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×