რეზონანსი
26.07.2018

24 აგვისტოს, “ოსი ხალხის ყრილობაზე” ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთის საკითხის დაყენება და “საქართველოს მიერ აღმოსავლეთ ოსების მიწების ოსებისთვის დაბრუნების” მოთხოვნის დაყენება იგეგმება. ამის შესახებ აღნიშნულია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამომავალ გაზეთ “რესპუბლიკაში”.

სტატიის ავტორი ცდილობს, კვლავ წამოსწიოს კობის ქვაბულის, ჯეჯორისა და თრუსოს ხეობების თემა, რომელმაც ოსური დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ბოლო ხანებში უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა.

“ეს ტერიტორიები, რომელიც სამხრეთ ოსეთს აღმოსავლეთის მხრიდან ებჯინება, ადრე ოსებით იყო დასახლებული, თუმცა ამჟამად დაცარიელებულია და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული. 24 აგვისტოსთვის დანიშნულ ყრილობაზე ოსი ხალხი ვალდებულია, აღმოსავლეთ ოსეთის საკითხი დააყენოს. აღმოსავლეთ ოსეთი ხომ არანაირად არ არის ასახული საერთო ოსურ რეალობაში, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. ყველა რატომღაც მდუმარედ დასთანხმდა იმას, რომ იქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. მეტიც, როგორც უკვე იყო აღნიშნული, ეროვნულ ყრილობებზე არასოდეს წამოწეულა ისეთი ცნება, როგორიცაა “დელეგატები აღმოსავლეთ ოსეთიდან”. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იგი ნაცვლდებოდა მღვრიე ცნებით “ყაზბეგის რაიონის მკვიდრი ოსები». როგორც ჩანს, 24 აგვისტოს ყრილობაზე ეს შეცდომა გამოსწორდება», – წერია სტატიაში.

სააგენტო "აქცენტის" ცნობით, ცხინვალის ოკუპირებული  რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 44-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარისგან მოითხოვა ოსების დაშვება „აღმოსავლეთ ოსეთში მდებარე ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×