რეზონანსი
26.07.2018

 "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ხაიშში ანვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

"რა საჭირო იყო ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა თუ მართლა ვიღაცა არ ცდილობს სვანების ჭკუიდან გადაყვანას. რა საჭირო იყო სპეცრაზმის იქით წაყვანა? ვისი პასუხისმგებლობა იქნება იქ რომ მართლა რაღაცა ცუდი მოხდეს? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ვფიქრობ, მიხვდება ახალი პრემიერი რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. სასწრაფოდ უნდა გამოიყვანოს სპეცრაზმი და ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე გადაწყდება ყველაფერი. 

არის ენუქიძე მაჟორიტარი, ასევე არის ვიქტორ ჯაფარიძე, საერთოდ რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან დაახლოებით 8 ადამიანი ვართ დეპუტატები რისთვის ვართ დეპუტატები? რისთვის არიან დიპლომატები?! სააკაშვილები ხომ არ ხართ. სააკაშვილს აწყობდა, რომ საქართველო დაეშალა, თქვენც დაშლა გინდათ? ხომ ნახეთ რამხელა უბედურება დაატყდათ? არ შეიძლება ამის გაკეთება ხომ ნახეთ რაც მოხდა?" - მიმართა კვიციანმა გადაცემა "რეაქციაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×