რეზონანსი
26.07.2018

 (რეზონანსი) პირები, რომელთგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

„დღემდე უკვე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია დამატებით სამი პირი - მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე და არასრულწლოვანი დ.ღ.

„პირები, რომელთგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს. გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირების პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

„საგამოძიებო კომისიას არ აქვს სამინისტროს მიერ გამოყოფილი საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაცია, ვინაიდან მტკიცებულებების შეკრება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა საგამოძიებო კომისიას და შესთავაზა გაუთქმელობის ხელწერილის საფუძველზე დამატებით მასალის, მათ შორის მათ მიერ დღეს მედია საშუალებებით გაჟღერებული ინფორმაციის გადაცემა, რაზეც კომისიიდან პასუხი სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მომხრადი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების განცხადებით, ახალი გარემოებები გამოიკვეთა. თუ რა გარემოებებზე საუბარი, კომისიის წევრები არ აცხადებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×