სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა და­ვით გირ­გვლი­ან­მა ხა­დას ხო­ბა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ახალ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს. გირ­გვლი­ა­ნის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა პირ­მა, მალ­ხაზ კო­ბა­ურ­მა მას მო­უყ­ვა რე­ა­ლუ­რად, თუ რა მოხ­და ხა­დას ხე­ო­ბა­ში. იკ­ვე­თე­ბა, რომ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ორი უცხო ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცი. ეს მა­მა­კა­ცე­ბი, შე­საძ­ლოა, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ.

    "ბრალ­დე­ბუ­ლი მის­თვის ბრა­ლად წარ­დგე­ნილ ქმე­დე­ბას არ აღია­რებს. მან მო­მიყ­ვა სი­ნამ­დვი­ლე­ში თუ რა მოხ­და და რას შე­ეს­წრო. მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "უცხო­ე­ლებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოჰ­ყვა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო­ე­ბიც იყ­ვნენ და უცხო­ე­ლე­ბიც. ერთი მე­ო­რეს არ გა­მო­რი­ცხავს. რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და­ახ­ლო­ე­ბით ორი მეტ­რის, შავგვრემ­ნე­ბი. აქ­ცენ­ტით სა­უბ­რობ­დნენ ქარ­თუ­ლად. კო­ბა­ურ­მა მი­თხრა, რომ აქ­ცენ­ტით მი­ამ­სგავ­სა უფრო ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებს, აღ­ნიშ­ნა, რომ უფრო ლე­კებს ჰგავ­დნე­ნო. მან ასე­ვე თქვა, რომ ისინი ოსებს არ ჰგავ­დნე­ნო.

    კო­ბა­უ­რი თვი­თონ იყო შემ­სწრე იმი­სა, თუ რო­გორ მოკ­ლა ამ ორმა ადა­მი­ან­მა სმი­ტე­ბის ოჯა­ხი და შე­სა­ბა­მი­სად და­ე­მუქრნენ მას, რომ მოკ­ლავ­დნენ მა­საც და მის ოჯახი­ს წევრებსაც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იგი ხმას ამო­ი­ღებ­და", -განაცახადა ადვოკატმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved