სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში, მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა.

    თამაზ წივწივაძემ 1969 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. კონიუნქტურული, მხატვრულად მდარე ლიტერატურისადმი შეურიგებელმა, იუმორითა და სარკაზმითაც გამძაფრებულმა წერილებმა მას თავიდანვე მკითხველის აღიარება მოუტანა. მისი წერილები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურული პრესის ფურცლებზე. იგი თანამედროვე ქართულ მწერლობაში ამ ჟანრის გამორჩეული წარმომადგენელია.

    1997 წლიდან  თამაზ წივწივაძე საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი – 2001 წლიდან) გახლდათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved