სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, ურთულესი რელიეფის გამო, ტყის მასივთან მობილიზებულია ცოცხალი ძალა - ადგილზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

    ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრეები თბილისიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან.

    დილიდან მუშაობა განაახლა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა.

    ხანძარი სვანეთში გუშინ, 11 ივლისს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved