სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

     ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტკრიპტუმის" სიუჟეტის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა საბა ტაბაღუამ გადაწყვიტა, სოფელ სამრეკლოში მცხოვრებ 14 წლის ილიკოს ოჯახს სხვა მსურველებტან ერთად დაეხმაროს, რომელიც ფიზიკურად მუშაობს იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს.

    "თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობ გაატარე ეს ვიდეო, თუ არა, - უყურე ბოლომდე და ერთი წუთით მაინც წარმოიდგინე თავი ამ ბიჭის ადგილას.

    ილიკოს დღეს ვესაუბრე, სამუშაოდ იყო გასული, ეხლა ამ წუთას ბაზარშია და ფიზიკურად შრომობს. ჩვენ, როცა ვფიქრობთ საღამოს რომელ რესტორანში და ბარში წავიდეთ, ეს 14 წლის ბიჭი 20 კილოიან ყუთებს დაათრევს, როდესაც ჩვენ ჩვენს შვილებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რა ვუყიდოთ აღარ ვიცით...

    წარმოიდგინეთ ამხელა ბავშვი ნატრულობს ძროხას, რომ მოწველოს, ყველი ამოიყვანოს და გაყიდოს, რათა ეს ტომრების თრევა აღარ მოუწიოს. იქნებ გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ადამიანობა, რავიცი კიდე რამე კარგი, მხოლოდ სიტყვით არ შევიცოდოთ ეს ბავშვი და შევუგროვოთ ერთი ძროხის ფული. ეს არ იქნება ერთჯერადი დახმარება, ეს ძროხა ამ ბავშვს დიდხანს ეყოლება, იქნებ ვინმე სხვამაც აჩუქოს და სული მოითქვან. 20 და 30 ლარი, არამგონია, ბევრს გვიჭირდეს ჩემი მეგობრებიდან, ამ თანხას ხანდახან ბარში მომსახურე პერსონალს ვუტოვებთ, ვისაც 1000 და 1500 ლარი აქვს ხელფასი და შენ თუ ამ პოსტს კითხულობ და გაქვს საშუალება, ძალიან გთხოვ ნუ დაიზარებ და გადადე ეს ფული ამ ბავშვისთვის.

    მოკლედ, ვისაც გაგიჩნდებათ სურვილი ამ ბიჭის დახმარების, პირადში შემეხმიანეთ!

    მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩემს პირად ანგარიშზე:

    GE62TB7484045061100011

    პირადი ნომერი: 01024064182

    საბა ტაბაღუა", - წერს საბა ტაბაღუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved