სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

    არ თუ ვერ გაუშვა წულუკიანი სახლში და ეს სერიოზული რისკის შემცველია სამომავლოდ თვითონ ხელისუფლებისთვის - ეს განცხადება, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.

    ხუხაშვილი მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

    ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლებას ცვლილებები უწყებების იმ ნაწილში არ განუხორციელებია, სადაც ყველაზე დაბალი ნდობაა. ხუხაშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანი მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს

    "მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეა წულუკიანის დემონიზება მოვახდინო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძალიან დაბალი ნდობა და ეს დაბალი ნდობა უკავშირდება კონკრეტულად იუსტიციის მინისტრის ფაქტორს, ხელისუფლებას ზუსტად ამ მიმართულებით შეეძლო სწრაფი შედეგების მიღება იმისთვის, რომ ეკონომიკაში სოლიდური, კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმის კომფორტი ჰქონოდა. მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა - არ თუ ვერ გაუშვა წულუკიანი სახლში და ეს სერიოზული რისკის შემცველია სამომავლოდ თვითონ ხელისუფლებისთვის. თუ პოლიტიკას აქვს ორი ინსტრუმენტი - პური და სანახაობა - და პურს შენ სწრაფად ვერ აძლევ ხალხს, სანახაობა შესაძლებელი იყო მართლმსაჯულების სისტემაში სწრაფი რეფორმის დაწყებით, მაგრამ ეს პრობლემა რჩება. შესაბამისად, წულუკიანი მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს", - აცხადებს ხუხაშვილი.

     

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved