სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    31.12.2017

     (რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას წინასაახალწლოდ რეკომენდაციებით მიმართავს და პიროტექნიკის გამოყენების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, შსს-ს საგანგებო სიტოაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, რეკომენდირებულია მოსახლეობამ არ გამოიყენოს პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში.

    საგანგებო სიტოაციების მართვის სამსახური მოსახლეობას განსაკუთრებუილი სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

    „იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები, რეკომენდირებულია: არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში; სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს" მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდირეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე; გაეცნოთ პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას; თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

    ამასთანავე, მნიშვნელოვნად იზრდება შენობა-ნაგებობების დაზიანების საფრთხეც. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით: არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას; ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს", - ნათქვამია განცხადებაში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved