სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    31.12.2017

     (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი იმ ადგილიდან მიულოცა, რომელიც მისივე თქმით, ქვეყანას ყველაზე მეტად სტკივა.

    პრეზიდენტი გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს საახალწლო საჩუქრები და ფოტოალბომი გადასცა, რომელშიც ვანიშვილი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთადაა აღბეჭდილი.

    პრეზიდენმტა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს მავთულხლართები აქ აღარ იქნება.

    "კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მე მინდა იმ ადგილიდან მოგილოცოთ ახალი წელი, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა. რუსის ოკუპანტმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლო უაზრო მავთულხლართი და ჩვენი ქვეყანა დროებით გაჭრა. თუმცა, როდესაც აქ ჩამოვდივარ, მომავლის იმედი და განცდა მეუფლება, რომ ეს მავთუხლართი აუცილებლად იქნება აღებული და იქნება აღებული მშვიდობით და საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებით. ახალი წელი მივულოცე დათა პაპას და მის ოჯახს, რომელიც ასე გმირულად აგრძელებს თავის მოღვაწეობას თავის ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მავთულხლართს მიღმა არიან", - განაცხადა პრეზიდენტმა.

    მარგველაშვილი ასევე ხურვალეთის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ საახალწლო ნობათი გადასცა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved