სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.12.2017

     (რეზონანსი) საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

    საუბარია სამაუწყებლო კომპანიის იურისტების მიერ 2015 წელს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ გასაჩივრებულ იმ ნორმაზე, რომელიც შეუსაბამო ფასის გამო ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას ქმნის.

    9-დან 4 მოსამართლე გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, 5 კი მომხრე. გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინა იმერლიშვილს, მაია კოპალეიშვილსა და თამაზ ცაბუტაშვილს მიაჩნიათ, რომ „რუსთავი 2-ისა" და TV "საქართველოს" იურისტების სარჩელი დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

    კომპანიის წარმომადგენლები სამოქალაქო კოდექსის რამდენიმე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებას ითხოვდნენ. საუბარი იყო ე.წ. ამორალურ გარიგებებზე.

    „რუსთავი 2-ის" იურისტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter