სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.12.2017

     (რეზონანსი) ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2018 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე დროებით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ავრცელებს.

    მათი განმარტებით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებს უკავშირდება.

    „ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 22:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვრის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter