სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.12.2017

     (რეზონანსი) პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მის შვილს ესროლა.

    "ჩემი შვილი არაფერში გარეული არ ყოფილა. გამაგებინონ, ვინ ან რატომ ესროლა? ვიცით, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა უმძიმესია, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ? ვის რას უშავებდა? მე იმ ღამითაც განვაცხადე, მისამართი ხომ არ შეგეშალათ, რამდენიც გინდათ გაჩხრიკეთ, ვერაფერს ვერ ნახავთ. ჩემი მოთხოვნა არის, სასტიკად დაისაჯოს ეგ სპეცრაზმელი ჩემ თვალწინ," - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

    მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ რჩება.

    ექიმის კახა ზურაბიშვილის განცხადებით, პაციენტს ყველა ტიპის გამოკვლევა და საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.

    შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მაჩალიკაშვილი თბილისში გუშინ გადმოიყვანეს, მანამდე კი თელავის რეფერალურ საავამდყოფოში მკურნალობდა.

    სუს-მა 26 დეკემბერს თბილსსა და პანკისში სპეცოპერაციის შემდეგ ხუთი პირი დააკავა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

    თითოეულ მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter