სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.12.2017

     (რეზონანსი) თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავა, რომლებიც საახალწლო პერიოდში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

    ანტიტერორისტულ ოპერაციაში 500-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

    დაკავებულთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. პროკურატურამ ჯამში 46 პირის დაკავების ორდერი გასცა.

    რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" ახალი წლის ღამეს მორიგი ტერაქტების მოწყობით იმუქრება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved