სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.12.2017

     (რეზონანსი) პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე არც უარყოფითი და არც დადებითი დინამიკა არ არის, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კახა ზურაბიშვილმა განაცხადა.

    ექიმის განცხადებით, პაციენტს ყველა ტიპის გამოკვლევა და საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.

    "პაციენტიმისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე გადმოიყვანეს. ამჟამადაც მდგომარეობა მძიმეა. იმყოფება მონიტორულ კონტროლზე. მუდმივად მიმდინარეობს საჭირო გამოკვლევების წარმოება. ამ ეტაპზე, არც უარყოფითი და არც დადებითი დინამიკა არაა, რჩება მძიმე მდგომარეობა", - განაცხადა ექიმმა.

    შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირალ მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მაჩალიკაშვილი თბილისში გუშინ გადმოიყვანეს, მანამდე კი თელავის რეფერალურ საავამდყოფოში მკურნალობდა.

    სუს-მა 26 დეკემბერს თბილსსა და პანკისში სპეცოპერაციის შემდეგ ხუთი პირი დააკავა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

    თითოეულ მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved