სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    28.12.2017

     (რეზონანსი) პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ კიდევ სამ პირს რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგიშვილსა და ბადურ ჩოფანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    მანამდე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილსაც შეეფარდა.

    გორნაკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო პროცესი ცალკე წარმოებად წარიმართა. პროცესზე მისმა ადვოკატმა ირაკლი ბენიამ გორნაკაშვილისთვის 10-ათას ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    შეგახსნებეთ, რომ სუს-მა 26 დეკემბერს თბილისსა და პანკისში სპეცოპერაციისას ხუთი ადამინი დააკავა. თითოეულ მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

    სპეცოპერაციისას ერთი პირი თემირალ მაჩალიკაშვილი დაიჭრა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, თუმცა ის ახლა თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში გადმოჰყვათ

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved