რეზონანსი
24.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინის დედაქალაქში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება.მაიდანზე მიმდინარე აქციის სახელწოდებაა „ყავა ხრეშატიკზე".

აქციის მონაწილეებმა შეკრებაზე ჩაი და ორცხობილები მიიტანეს. ადგილზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრიდან გადმოკიდეს პლაკატი, წარწერით: „მიშა საქართველოში, პეტია - გაგაუზიაში".

აქციას ფეისბუქის პირად გვერდზე სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ მოწყობილი ანტიმაიდანი და მომხრეებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×