სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2017

     (რეზონანსი) რომან გოცირიძის განცხადებით, ხაზინამ კომერციულ ბანკებზე გასესხებული ფულიდან კვირის დასაწყისში 50 მილიონი ლარი უკან დაიბრუნა და ეს ლარის კურსსაც დაეტყო.

    თუმცა, მისივე ინფორმაციით, დღეს ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი ლარით მეტი მიასესხა კომერციულ ბანკებს, ვიდრე წინა კვირას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკები "ნარკოტიკულ ნემსზე" დასვეს. მათი მხარდაჭერის გარეშე ბანკები "ფულის შიმშილს" განიცდიან.

    "თვის ბოლომდე ბიუჯეტიდან 1,7 მილიარდი ლარია გასაცემი. ორჯერ მეტი, ვიდრე საშუალოდ თვეში იხარჯებოდა. აქედან ძალიან ბევრი დეფიციტის დაფინანსების წყაროებიდანაა. მთავრობა და ეროვნული ბანკი სირაქლემას პოზაში არიან გატრუნული",- აღნიშნა გოცირიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter