რეზონანსი
05.12.2017

 (რეზონანსი) აშშ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და პროტესტი მიმდინარეობს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობის თავიდან აცილებისთვის მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ველოდებით, რომ ნებისმიერი გამოძიება ჩატარდება დაუყონებლივ და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×