რეზონანსი
05.12.2017

 (რეზონანსი) წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი მკვლელობის ბრალდებულს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ი. ტ-ს სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

ადვოკატის ირაკლი შენგელიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა თუ გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო.

ბრალდებულს გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

17 წლის მოზარდი 2 დეკემბერს სასაფლაოზე მოკლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×