სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.12.2017

     (რეზონანსი) 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად ერთ-ერთი დაკავებული 3-ჯერ ნასამართლევია, ამის შესახებ „რეზონანსის" ჟურნალისტს 51-ე სკოლის ერთმა მოსწავლემ განუცხადა.

    "მე-12 კლასელი ვარ, დილიდან საღამომდე აქ მიწევს ყოფნა და მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა. პირიქით, როდესაც პატარას რაღაც უჭირს, დიდები მის დახმარებას მაქსიმალურად ცდილობენ. სკოლის დირექცია ყველა ბავშვს კუდში დასდევდა, რომ სახლში მისულიყო. რომელ იარაღზეა საუბარი, სანთებელა რომ სანთებელაა, მაგას არ ატანინებენ სკოლაში. "პირველი სკოლის ბავშვებს კი დანები ჰქონდათ შეტანილი, ზარის დარეკვიდან 15 წუთში სკოლასთან დახვდნენ და ასეთი სისასტიკით გაუსწორდნენ ჩვენს ბიჭებს. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი დაკავებული 3-ჯერ ყოფილა ნასამართლევი. 17 წლის ასაკში სად მოასწრო ამდენი დანაშაულის ჩადენა?!" - ამბობს მე-12 კლასელი.

    იყო თუ არა მართლაც ერთ-ერთი დაკავებული ადრე ნასამართლევი, ამის გასარკვევად "რეზონანსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა არც ერთი უწყება ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ იძლევა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×