რეზონანსი
02.12.2017

 (რეზონანსი) რესპულიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგის, დავით ლოლაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლის  მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მისივე თქმით, მოზარდის საავადმყოფოში შემოსვლიდან ამ დრომდე სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მიმდინარეობს.

"პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოსვლიდან ამ დრომდე  მისი სასიცოცხლო ჩვენებების შენარჩუნება მიმდინარეობს. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. - განაცხადა ლოლაძემ.

გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×