სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2017

     (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახი ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს მიმართავს.

    "თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ფაიჩი, გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის, ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი, როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად, ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის "ანომალიური", ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის.

    „თქვენო აღმატებულებავ, გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა - თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე, სოფიო შევარდნაძე, მარიამ შევარდნაძე ლაშა შევარდნაძე, ნანული შევარდნაძე.

    შეგახსენებთ,ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი გერმანიის გაერთიანების დღეს დაიდგა,როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter