სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.11.2017

     (რეზონანსი) დედაქალაქის ახლადარჩეული მერის კახა კალაძეს განცხადებით, თბილისის მერს დავით ნარმანიას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა. ამის შესახებ კალაძემ ნარმანიას ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

    "ვნახეთ ის პროექტები, რომელიც მოკლე დროში განხორციელდა. დავით ნარმანიას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა, ძალიან რთული იყო გარკვეული რეფორმების გატარება და ის პროექტები რაც განხორციელდა, მართლაც შთამბეჭდავია",- განაცხადა კალაძემ.

    მისივე თქმით, პრობლემები არსებობს და არავის არ ჰქონია ილუზია, რომ 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების მოგვარება სამ წელში მოხერხდებოდა.

    „რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში. ილუზია არავის ჰქონდა, რომ სამი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო ყველა პრობლემის მოგვარება, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. გვაქვს დიდი ენერგია და მოტივაცია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვახორციელოთ პროექტები დედაქალაქისთვის, რომლითაც დედაქალაქის მცხოვრებლები კმაყოფილები იქნებიან",- დასძინა კალაძემ.

    დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 3-წლიანი ანგარიში წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

    კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter