სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.11.2017

     (რეზონანსი) 2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელბს.

    როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

    „რა ცვლილებები შევა წიგნში, ეს ავტორის გადასაწყვეტია. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს რა მოთხოვნებია სწავლის პროცესში და ეს მოთხოვნები ძალიან ბევრია. მეცნიერებებში არის ცვლილებები და სიახლეები, ისტორიულ ნაწილშიც სიახლეებია. მაგალითად, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები არის ის მიმართულება, რომელიც ბოლო 7 წლის მანძილზე სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა. ასევე, „მე და საზოგადოებაში", „ჩემ საქართველოში" დასამატებელი და შესავსებია ბევრი რამ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით არის სიახლე, რომელიც შეიძლება წიგნს დაამატო.

    „მაგრამ აქ მარტო დამატებაზე არ არის საუბარი. იცით, რომ 1-ელ მე-6 კლასში შევცვალეთ სწავლის მოდელი, დამოკიდებულება - ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები ბავშვისთვის, ეს უნდა იყოს სწავლა თამაშის პარალელურად, ამიტომ მოთხოვნები ხარისხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა", - განაცხადა მურღულიამ.

    მისივე თმით, ყველა ახალი სახელმძღვანელო, წინაზე გაცილებით მარტივი იქნება.

    „სახელმძღვანელოები იქნება გაცილებით მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერასოდეს ვერ წყვეტ, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო მათემატიკა და არა სიამოვნება. ამიტომ 1-ელ მე-6 კლასში იქნება განსხვავებული მიდგომა", - დასძინა მურღულიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter