სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2017

     (რეზონანსი) ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, გერმანიის ელჩი საქართველოში და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

    ცერომონიაზე პრემიერი სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოროტების კედელი მშვიდობიანად დაინგრევა.

    „ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ, ამ ულამაზეს უბანში გვაქვს პატივი, გავხსნათ ეს უმშვენიერესი ადგილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა. გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების კედელი დაინგრევა ასევე მშვიდობიანად.

    „ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით, ასეთი შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

    პრემიერიმა გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს „სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის" მადლობა გადაუხადა.

    „მადლობას ვუხდი გერმანელ ხალხს, გერმანიის მთავრობას ამ ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის",- დასძინა კვირიკაშილმა.

    ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს პრემიერის გერმანიაში ვიზიტის დროს, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად საჩუქრად გადმოეცა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter