სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2017

     (რეზონანსი) აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტებმა 8 ნოემბერს შეათანხმეს „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი" 2018 წლის საბიუჯეტო წლისთვის. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს პენტაგონის პოლიტიკას და წლიურ ბიუჯეტს.

    აქტში ცალკე მუხლადაა გამოყოფილი რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტები ყურადღებას ამახვილებენ 2008 წელს, საქართველოში და 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და მოსკოვის მუქარაზე ნატოს წევრი, მოკავშირე ქვეყნების მიმართ.

    ვაშინგტონი აპირებს 2018 წელს დახარჯოს 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარი ევროპაში რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაკავებლად და 100 მილიონი დოლარი ბალტიის ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად. კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტები ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ გამოჰყოფს 350 მილიონ დოლარს, მათ შორის თავდაცვითი, ლეტალური საშუალებებისთვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter