სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2017

     (რეზონანსი) დავით ნარმანიამ თბილისის მერის რანგში ბოლო მთავრობის სხდომა გამართა. მან სხდომაზე 3-წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

    თბილისის ყოფილი მერის თქმით,მისი მერობის პერიოდში მთავრობის 163 სხდომა ჩატარდა. 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში თბილისის მთავრობის სხდომაზე 3746 საკითხი განიხილეს.

    როგორც ნარმანია ამბობს, ხშირ შემთხვევაში მის მიერ გაცემული დავალებები მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხებოდა.

    "ჩვენ არცერთი მოქალაქე ინდივიდუალური თხოვნითაც კი არ დაგვიტოვებია რეაგირების გარეშე", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მან სხდომაზე თბილისის მთავრობის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter