სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2017

     (რეზონანსი)„ვიცით, რომ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად არის სისხლი დასაღვრელი და ვღვრით ამ სისხლს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში, მის პატივსაცემად გამართულ ლანჩზე განაცხადა.

    გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა პოლონელ პარტნიორებთან ურთიერთობა,რადგან პოლონეთში ჩვენ ვისმენთ გეგმებს და ხედვებს და არ ვისმენთ მიზეზებს, თუ რატომ არ გაკეთდა რაღაც.

    „ალბათ ყველაზე დიდი გვერდითდგომა პოლონეთის მხრიდან სწორედ იმ ტრაგიკულ დღეებში იყო, როდესაც საქართველოს თავს დაესხა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო და საქართველოს გვერდით დადგნენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმ მომენტებს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ის დღეები შეეძლოთ გაეტარებინათ თავიანთ სამშობლოში და არა დაბომბილ თბილისში, ასე რომ ჩვენ დაგვაკავშირა არა მხოლოდ ჩვენმა სტრატეგიულმა მიზნებმა, არამედ იმ ტკივილმა, რომელიც ჩვენმა თაობამ განიცადა სულ რამდენიმე წლის წინაც, და იმ მეგობრობამ, რომელიც დავინახეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

    მისივე თქმით, ქართველები და პოლონელები ჰგვანან ერთმანეთს, ვინაიდან ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება. „ჩვენ იმიტომაც ვგავართ ერთმანეთს, რომ ამ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად ვიცით, რომ არის სისხლი დასაღვრელი და ორივე ვღვრით ამ სისხლს და მე ბედნიერი ვარ, რომ მთელი ამ ემოციის ხორცშესხმა, პოლიტიკაში ქცევა, ამ ემოციის პოლიტიკაში გადათარგმნა ჩემი და თქვენი მეგობრობის ფონზე ხორციელდება",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter