სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2017

     (რეზონანსი) „მეოთხე წელია, ლარის გაუფასურებაზე ისეთი აჟიოტაჟი მიდის, რაც ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს, - აღნიშნული განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.

    „დოლართან მიმართებაში ეროვნულ ვალუტას არანაირი პრობლემა არ აქვს. როცა ლარი თავის ნიშნულს მიაღწევს, სადაც ყველაზე მყარად იქნება, რამდენიმე ხნის მანძილზე იქ იქნება. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად მცოცავი კურსია და ეს რამდენიმე წელია ასე ხდება. სხვაგვარად, კომუნისტური მიდგომაც არსებობს. შეიძლება ლარი ხელოვნურად ერთ ადგილზე დააკავო და ამით ბიზნესის განვითარებას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით. საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ლართან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა ისაა, რომ ლარი თავისუფალ მოძრაობაში უნდა იყოს და ხელოვნურად დაფიქსირებული არ უნდა იყოს."- განაცხადა ძიძიგურმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter