სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2017

     (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა აკაკი გიგაურის სარჩელი შპს „საქართველოს ფოსტის" წინააღმდეგ. კომპანიას ტრავმის შედეგად შრომისუნარიანობა დაკარგული ყოფილი თანამშრომლისთვის სარჩოს და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, რაც,დაახლოებით, 20 000 ლარი გამოდის.

    აკაკი გიგაურის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი იცავდა. მათი ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 1994 წლის 5 აპრილს, აკაკი გიგაურმა საწარმოო ტრავმა მიიღო:

    "თბილისი-ბათუმის მიმართულებით ტვირთის გადატანისას ვაგონი გადავარდა ნატანების მდინარეში, რის შედეგადაც გიგაური მდინარის ფსკერზე აღმოჩნდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა მთლიანად დაკარგა შრომისუნარიანობა. დაზარალებული, საწარმოო ტრავმის მიღების შემდგომ, ყოველთვიურად 2014 წლის თებერვლამდე იღებდა სარჩოს, ბოლო პერიოდში 105,00 ლარის ოდენობით."

    შპს „საქართველოს ფოსტამ" აკაკი გიგაურს 2014 წლის 1 მარტიდან შეუწყდა სარჩოს გადახდა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება დაზარალებულმა პროფკავშირების დახმარებით სასამართლოში გაასაჩივრა. მან მოითხოვა როგორც სარჩოს აღდგენა გაზრდილი - 625,00 ლარის ოდენობით, სარჩოს გადახდის შეწყვეტის დღიდან, ასევე 2012 წლიდან ფოსტის მიერ გადახდილ თანხასა და კანონით კუთვნილ სარჩოს ოდენობას შორის სხვაობის ანაზღაურება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

    კომპანიას აკაკი გიგაურის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 1 მარტამდე მისაღები ანაზღაურება 11 440,00 ლარის ოდენობით, 2014 წლის 1 მარტიდან - 2015 წლის 15 მაისამდე მისაცემი ანაზღაურების გადახდა 9062,5 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 მაისიდან ყოველთვიურად 2022 წლამდე 625,00 ლარის გადახდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter