სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2017

     (რეზონანსი)კატალონიაში ხალხმა რამდენიმე ათეული გზატკეცილი გადაკეტა. ისინი „პოლიტიკური პატიმრების"გათავისუფლებას მოითხოვენ.

    გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, ზოგიერთი მაღაზია დაიკეტა, მაგრამ სხვა დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

    შეგახსენებთ, 5 ნოემბერს, ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლა.

    პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის ოთხი ყოფილი წევრი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ არც ერთი მათგანი არ დატოვებს ბელგიას და მომდევნო 15 დღის განმავლობაში ყველა მათგანი სასამართლოში გამოცხადდება. კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი ესპანეთის სასამართლომ 2 ნოემბერს გასცა. იმავე დღეს ესპანეთის პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს დაპატიმრების ორდერი გადასცა. 3 ნოემბერს შესაბამისი დოკუმენტი ბელგიის პროკურატურაში გადაიგზავნა.

    როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, 5 ნოემბერს კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. დაკავებამდე პუჩდემონმა თავის მომხრეებს მიმართა და მათ რეგიონალურ არჩევნებში იმ პარტიისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა, რომელიც მხარს უჭერს მის პროგრამას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter