სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2017

     (რეზონანსი)„საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მარტვილში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა."ჩვენ არასდროს შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ქვეყნის მოსახლეობისთვის, არავინ დაგვიჩაგრავს და არავისთვის წაგვირთმევია.

    ყველაზე მთავარი იყო, არის და იქნება ადამიანის კეთილდღეობა. ამ წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები უკავშირდებოდა მხოლოდ უკეთესობას, ადამიანის კეთილდღეობას. შეიძლება რაღაცები გაიწელა, რაღაცები მიმდინარეობს და პროცესშია, თუმცა არასდროს შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის".

    როგორც კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების თანახმად, კარგად შეიძლება დანახვა იმისა, თუ რამხელა განსხვავებაა 2012 წლის არჩევნების შემდგომ.

    "ჩვენ თვითკმაყოფილი არ ვართ, ყველას გვესმის ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, შესაბამისად, ჩვენ წარმოდგენილი პროგრამებით დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველაფერი ეტაპობრივად იქნას მოგვარებული. იმის ილუზია არავის აქვს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში დაგროვდა, ერთი ხელის მოსმით გადაიჭრება, მაგრამ იმის ამბიცია გაგვაჩნია, რომ პროექტები და რეფორმები, რომელსაც განვახორციელებთ, ყველასათვის იქნება თვალშისაცემი და ხელშესახები", - განაცხადა კახა კალაძემ და "ქართული ოცნების" მარტვილის გამგებლობის კანდიდატს, ალექსანდრე გრიგალავას, მხარდაჭერა გამოუცხადა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter