სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო სავაჭრო ცენტრებიდან, სადგურებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან ათი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

    რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხალხის ევაკუაცია 20 ობიექტიდან განხორციელდა, რომელთა დანაღმვის შესახებ პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო.

    ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაციას სამ სადგურზე - ყაზანის, ლენინგრადისა და კიევის, ამოწმებენ. სეჩონოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტიც დაცლილია. ყველგან საგანგებო სამსახურების თანამშრომლები და კინოლოგები მუშაობენ.

    რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter