სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან, - ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის შესახებ მომზადებული ანგარიშის მომხსენებელმა, ლაიმა ანდრიკიენემ განაცხადა. აღნიშნულზე ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

    „ევროპარლამენტი გამოდის რეკომენდაციით, ამ ქვეყნების შენგენის ზონაში ინტეგრაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს დასჭირდება დრო, თუმცა ამ დროის განმავლობაში საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოახდინოს, რათა ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. თუმცა, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველო შენგენის ზონის წევრი გახდება. ყველაფერი თქვენს სურვილზე, მონდომებასა და რეფორმებზეა დამოკიდებული. შეიძლება, ეს 10 წელიწადში ან უფრო ადრე მოხდეს", - ამბობს ანდრიკიენე.

    მისივე თქმით, საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოს და ევროკავშირს დაუახლოვდეს, რათა სხვა ევროპულ პროგრამებსა და ინიციატივებშიც ჩაერთოს. მათ შორის, ანდრიკიენემ ევროკავშირის საბაჟო კავშირიც დაასახელა. ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პირველი განხილვა სტრასბურგში 14 სექტემბერს გაიმართება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter